პროექტი
1. პროექტის სახელი: კოსინუსების თეორემის გამოყენება პრაქტიკაში.
2.პროექტის მოკლე აღწერა:კოსინუსების თეორემის გამოყენებით ვზომავთ ფარავნის ტბის სიგრძეს
3.პროექტის სრული აღწერა:ჯგუფი მუშაობს საკითხზე:როგორ გამოვიყენოთ კოსინუსების თეორემა პრაქტიკასა და ყოფაცხოვრებაში.მოსწავლეები გეგმავენ თავიანთ მოქმედებებს და პროექტის მოქმედების ხანგრძლივობას,რომელიც არჩეული თემიდან გამომდინარე შეიძლება იყოს რამდენიმე დღე.მოვაწყობთ ლაშქრობას ფარავნის ტბაზე.ტბის მახლობლად შევარჩევთ რაიმე С წერტილს ,რომლიდანაც Aდა B წერტილებამდე მანძილების პოვნას შევძლებთ,კუთხის მზომი ხელსაწყოთი კი ACB კუთხე გავზომოთ.გაზომვის შედეგები (მიახლოებით) სურათზეა მითითებული.
ამრიგად,ცნობილია ABC სამკუთხედის ორი გვერდის სიგრძე (BC და AC) და საძიებელი AB გვერდის მოპირდაპირე კუთხე C) .AB გვერდის პოვნაში კოსინუსების თეორემა გვეხმარება;
კოსინუსების თეორემა: სამკუთხედის ნებისმიერი გვერდის კვადრატი უდრის დანარჩენი ორი გვერდის კვადრატების ჯამს გამოკლებული ამ ორი გვერდისა და მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსის გაორკეცებული ნამრავლი,ანუ AB2 =AC2+BC2-2AB
AB2=59092+53302-2 5909 5330 cos1170 AB=9722
მათ შეუძლიათ წარმოადგინონ დაგეგმილი და დამოუკიდებლად წარმოებული სამუშაო მოხსენების ან პრეზენტაციის სახით.
4.მონაწილეთა ასაკი:16–17 წელი.(X-XI კლასი).ვადები/ხანგრძლივობა: არჩეული თემიდან გამომდინარე(1 კვირა).
5.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამატებითი ლიტერატურის მოძიება და მასზე მუშაობა,გეოგრაფიული მდებარეობის დადგენა და ისტორიული წყაროების მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მათი ანალიზი.
6.მოსალოდნელი შედეგები: პროექტზე მუშაობას შეუძლია განუვითაროს მოსწავლეს არაერთი უნარი: დაამყაროს უშუალო კავშირი გარე სამყაროსთან,უკეთ შეისწავლოს საკუთარი მხარის ისტორია,გეოგრაფიული მდებარეობა,აკონტროლოს საკუთარი სწავლა,დაამყაროს კონტაქტი თანატოლებთან,მიიღოს საკუთარი კვლევის შედეგების სხვისთვის გაცნობის პრაქტიკა,გამოცდილება.
7.სარგებელი სხვებისთვის: ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა მათემატიკის გამოყენებას ბუნებაში.
8.სამუშაო ენა:ქართული.
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია,გეოგრაფია.გამოიმუშავებენ კვლევა-ძიების და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.
10.პროექტის ფასილიტატორი: გოგაშენის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ეთერ ნადირაძე.
11.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: eterinadiradze@gmail.com
No comments:
Post a Comment