პროექტი
1. პროექტის სახელი: კოსინუსების თეორემის გამოყენება პრაქტიკაში.
2.პროექტის მოკლე აღწერა:კოსინუსების თეორემის გამოყენებით ვზომავთ ფარავნის ტბის სიგრძეს
ამრიგად,ცნობილია ABC სამკუთხედის ორი გვერდის სიგრძე (BC და AC) და საძიებელი AB გვერდის მოპირდაპირე კუთხე C) .AB გვერდის პოვნაში კოსინუსების თეორემა გვეხმარება;
კოსინუსების თეორემა: სამკუთხედის ნებისმიერი გვერდის კვადრატი უდრის დანარჩენი ორი გვერდის კვადრატების ჯამს გამოკლებული ამ ორი გვერდისა და მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსის გაორკეცებული ნამრავლი,ანუ AB2 =AC2+BC2-2AB
AB2=59092+53302-2 5909 5330 cos1170 AB=9722
მათ შეუძლიათ წარმოადგინონ დაგეგმილი და დამოუკიდებლად წარმოებული სამუშაო მოხსენების ან პრეზენტაციის სახით.
4.მონაწილეთა ასაკი:16–17 წელი.(X-XI კლასი).ვადები/ხანგრძლივობა: არჩეული თემიდან გამომდინარე(1 კვირა).
5.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამატებითი ლიტერატურის მოძიება და მასზე მუშაობა,გეოგრაფიული მდებარეობის დადგენა და ისტორიული წყაროების მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მათი ანალიზი.
6.მოსალოდნელი შედეგები: პროექტზე მუშაობას შეუძლია განუვითაროს მოსწავლეს არაერთი უნარი: დაამყაროს უშუალო კავშირი გარე სამყაროსთან,უკეთ შეისწავლოს საკუთარი მხარის ისტორია,გეოგრაფიული მდებარეობა,აკონტროლოს საკუთარი სწავლა,დაამყაროს კონტაქტი თანატოლებთან,მიიღოს საკუთარი კვლევის შედეგების სხვისთვის გაცნობის პრაქტიკა,გამოცდილება.
7.სარგებელი სხვებისთვის: ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა მათემატიკის გამოყენებას ბუნებაში.
8.სამუშაო ენა:ქართული.
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია,გეოგრაფია.გამოიმუშავებენ კვლევა-ძიების და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.
10.პროექტის ფასილიტატორი: გოგაშენის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ეთერ ნადირაძე.
11.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: eterinadiradze@gmail.com
No comments:
Post a Comment